თბილისის N175 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა გამოცდაზე კიდევ ერთ პედაგოგს დააგვიანდა
10-07-2019

თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში, მასწავლებელთა გამოცდაზე კიდევ ერთმა პედაგოგმა დაიგვიანა.

როგორც პედაგოგმა etaloni.ge-ს განუცხადა, ის სპორტის მასწავლებელია და ბოლნისის რაიონიდან ჩამოვიდა გამოცდის ჩასაბარებლად.

„სპორტის მასწავლებელი ვარ, ბოლნისიდან ჩამოვედი გამოცდაზე. დირექტორმა გვითხრა, რომ გამოცდა 10 საათზე იწყებოდა და ამიტომ მოვედი ამ დროს. აბა რატომ გვითხრეს რომ 10-ზე იწყებოდა?!“-გვითხრა დაგვიანებულმა აპლიკანტმა.

მისივე თქმით, პრობლემაა ტრანსპორტიც არის და საგამოცდო სექტორამდე მოსვლა რთულია ამხელა მანძილზე, რადგან რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა უწევს. 

აღსანიშნავია, რომ აპლიკანტს საგამოცდო ბარათზე დრო ზუსტად ჰქონდა მითითებული. ამასთან, პედაგოგი პროფესიული უნარების გამოცდას დღეს ვეღარ ჩააბარებს, თუმცა მას სპორტის გამოცდის ჩაბარება შეუძლია.

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები  პროფესიული უნარების ტესტებით დღეს,  09:00 საათზე დაიწყო. რეგისტრაციის გავლა კი  08:00 საათიდან იყო შესაძლებელი.

ასევე იხილეთ: კახეთიდან ჩამოსულმა პედაგოგმა გამოცდაზე 20 წუთით დაიგვიანა - „ძლივს ვიპოვე სკოლა, პატრულმა დამაკვალიანა“​

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203