„მაიძულეს გამოცდაზე გამოვსულიყავი თუ მუშაობის გაგრძელება მინდოდა“ - პედაგოგები პროფესიული უნარებ​ის ტესტს აფასებენ
10-07-2019

თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან პირველი აპლიკანტები უკვე გამოვიდნენ. როგორც ერთ-ერთმა პედაგოგმა განაცხადა, არ უმეცადინია და გამოცდაზე გასვლის სურვილიც არ ჰქონია, თუმცა იძულებული იყო გამოცდა ჩაებარებინა, თუ მუშაობის გაგრძელება სურდა.

„სხვადასხვა საკითხები იყო ბავშვებთან დაკავშირებით. ბავშვებისა და მასწავლებლების ურთიერთობაზე... ჩემი აზრით, საინტერესო საკითხები იყო. ამ სკოლაში ვმუშაობ სპორტის მასწავლებლად. გამოცდაზე გასვლის სურვილი არ მქონდა, თუმცა მაიძულეს გამოვსულიყავი თუ მუშაობის გაგრძელება მინდოდა. 54 წლის ვარ და 34 წელია აქ ვმუშაობ, არ უნდა მჭირდებოდეს ეს გამოცდა. არც მიმეცადინია, პირდაპირ მოვედი. ამის დროც არ მაქვს რომ ვიმეცადინო. აზრი არ შეგეცვლება, რასაც ფიქრობ იმას წერ. თემა დასაწერი რაც იყო, არ გამიკეთებია, მხოლოდ ტესტები დავწერე და გამოვედი. მარტივი იყო თუ არა, ეს შედეგების მიხედვით გამოჩნდება“,- გვითხრა მამუკა ელოშვილმა.

გამოცდების საკითხებზე კიდევ ერთი აპლიკანტი გვესაუბრა, მისი თქმით, საკითხები ბულინგს, ბავშვებისა და მასწავლებლების ურთიერთობას ეხებოდა.

„კონკრეტულად ბავშვებს ეხებოდა. ბავშვებთან და საზოგადოებასთან დამოკიდებულებებს. დასაწერი თემა იყო გარკვეული საკითხების განხილვა უნდა დაგეწერა კონფლიქტური სიტუაციების, ბავშვების ჩაგვრის და მსგავსი საკითხები იყო“,- განაცხადა აპლიკანტმა.

გამოცდიდნ გამოსულა კიდევ ერთ-ერთმა მასწავლებელმა განაცხადა, რომ ტესტის სააზროვნო ნაწილი შედარებით რთული იყო.

„სააზროვნო და დასაწერი ნაწილი რომელიც იყო, ის უფრო რთულია, ვიდრე ტესტები. დასაწერი იყო კოგნიტური განვითარება, პიაჟეს თეორია იყო“-განაცხადა ერთ-ერთმა აპლიკანტმა.

დღეიდან მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები  დაიწყო. პირველი გამოცდა პროფესიულ უნარებში ტარდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203