იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის ორგანიზებით ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა
28-04-2017

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის ორგანიზებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა:

ხელი მოეწერა ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმს იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 და საჩხერის აკ. წერეთლის სახელობის N1 სკოლებს შორის და ჩატარდა მოსწავლეთა V სამეცნიერო კონფერენცია „უსადენო თაობა - ინტერნეტის გავლენა ბავშვებსა და მოზარდებზე“.

მემორანდუმის გაფორმებამდე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის დირექტომა მურად ჯიშკარიანმა და საჩხერის აკ. წერეთლის სახელობს N1 სკოლის დირექტორმა ირმა კაპანაძემ. მათ ისაუბრეს გაცვლითი აქტივობების შესახებ, რომლის მიზანია მოსწავლეთა დამეგობრება და კულტურულ - საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. 

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ საკონფერენციო მოხსენებები წარმოადგინეს როგორ ქუთაისის, ასევე საჩხერის სკოლის მოსწავლეებმა.

მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატები დიმიტრი მხეიძე და გენადი მარგველაშვილი, ინფრასტუქტურის მინისტრის მრჩეველი, პროფესორი ომარ ნიშნიანიძე, სკოლის ერთგული მეგობარი და გულშემატკვარი, იოსებ ოცხელი დიდ ნინოს შვილთაშვილი თამთა ჩოგოვაძე, თვითმმართველი ქუთაისის განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი მერაბ დანელია,საჩხერის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, საჯარო სკოლების და არასამთავრობო ორგანიზაცების წარმომადგენლები.

კონფერენციის დასასრულს შეფასებები გააკეთეს პარლამენტარებმა. გენადი მარველაშვილმა აღნიშნა, რომ კონფერენციის იდეა შესანიშნავი და აუცილებელია ყველა მოზარდმა და მშობელმა გაითვალისწინოს ინტერნტეის არამიზნობრივი გამოყენებით რა საფრთხეები გველის. ომარ ნიშნიანიძემ ისაუბრა მოხსენებების საინტერესოობის შესახებ და გამოთქვა სურვილი, რომ ნაშრომები რაც შეიძლება ბევრმა მოზარდა და ბავშვმა წაიკითხოს.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, დამეგობრებული სკოლის წარმომადგენელებმა მასპინძლებთან ერთად იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის შენობა დაათვალიერეს. შემდეგ კი გელათის მონასტერი მოილოცეს.

ორი სკოლის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლები, 29 აპრილს, საჩხერის სკოლაში დაწყებითი განათლების საფეხურის მოსწავლეთა მშობლებისთვის მედიაძალადობის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდება. აღნიშნული ღონისძიება მხოლოდ დასაწყისი იქნება საჩხერის და ქუთაისის სკოლებს შორის მეგობრული და თბილი ურთიერთობის.

ფოტო-სურათებისთვის სკოლა მადლობას უხდის მამუკა კაკაურიძეს.



იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203