ბოლო 5-6 წლის ტენდენციით, იზრდება ინგლისური ენის ჩაბარების მსურველი აბიტურიენტების რიცხვი, ხოლო რუსული, ფრანგული და გერმანული ენების ჩაბარების მსურველთა რაოდენობა იკლებს - აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-სთან საუბრისას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსუდან ტყემალაძემ განაცხადა.
„დარეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა იყო: 33 220 - ინგლისური, 3 882- რუსული, 445 - გერმანული და 85 ფრანგული. გამოცდებზე გამოცხადდა დარეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 95%. იზრდება ინგლისური ენის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა. დანარჩენი სამი ენისა კი იკლებს. ეს ტენდენცია ბოლო 5-6 წელია არსებობს. ამ ეტაპზე, როგორც დარეგისტრირებული აბიტურიენტების რაოდენობიდან ჩანს, ინგლისურს აბარებს აბიტურიენტთა 85%-ზე მეტი“, - განაცხადა რუსუდან ტყემალაძემ.