სუხჩის სკოლა დედამიწის დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო
01-05-2017
სუხჩის სკოლა დედამიწის დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო.

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ხავსისა და სუროსაგან გაწმინდეს სკოლის ეზოში არსებული ასწლოვანი ცაცხვისა და ნაძვის ხეები, დასუფთავეს სკოლის ეზო.

როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, შეეცდებიან სუფთა გარემოს შენარჩუნებას. 

მასწავლებელთა თქმით, მოსწავლეები მონდომებითა და ხალისით მუშაობდნენ. 

''დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლაში დასუფთავების აქცია მოვაწყვეთ. მოსწავლეები დიდი მონდომებით მუშაობდნენ. ჩვენს სკოლაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები ხშირად ეწყობა'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203