„პროფესიული უნარების გამოცდის საკითხებს პედაგოგი პრაქტიკულ საქმიანობაში არ იყენებს“ - ისტორიის მასწავლებელი
11-07-2019

პროფესიული უნარების გამოცდაზე იმყოფებოდა წალკის მუნიციპალიტეტის ბედიანის საჯარო სკოლის  ისტორიის პედაგოგი ზვიად ხაფავა, რომელიც მიიჩნევს რომ პროფესიული უნარების გამოცდაში მოცემული საკითხები რეალურად მასწავლებლებს არაფერში ადგებათ.

„როგორ გითხრათ, ტესტები მარტივი იყო, ღია კითხვები და თემაში ბევრი საწერი იყო. ზოგადად, ბევრი ფილოსოფოსის მოსაზრებას უნდა იცნობდეს მასწავლებელი ეს საკითხები რომ დაწეროს, რაც რეალურად არ არის საჭირო, რადგან ამას პრაქტიკულ საქმიანობაში არც ერთი პედაგოგი არ იყენებს. სკოლაში ყველაზე მაგარი პედაგოგი ვინც არის, ისიც კი მხოლოდ საბუთების წერისას და შევსების დროს იყენებს სხვადახვა ფილოსოფოსების თუ ფსიქოლოგების მოსაზრებებს“, - გვითხრა ზვიად ხაფავამ.

მასწავლებლები უკვე მეორე დღეა პროფესიულ უნარებს აბარებენ.  გამოცდები 21 ივლისს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით სრულდება.

ასევე იხილეთ: მასწავლებელთა გამოცდების განრიგი

„გამოცდები უნდა იყოს, თუმცა პროფესიული უნარების გამოცდის საჭიროებას ვერ ვხედავ“ - პედაგოგების შეფასებები

„მაიძულეს გამოცდაზე გამოვსულიყავი თუ მუშაობის გაგრძელება მინდოდა“ - პედაგოგები პროფესიული უნარებ​ის ტესტს აფასებენ

„პროფესიული უნარების გამოცდა ჩასაჭრელად უფროა, ვიდრე მასწავლებლის ცოდნის გამოსავლენად“ - რუსთავის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი

„მასწავლებელთა გამოცდები არ გამარტივებულა“ - სოფო გორგოძე

„პედაგოგმა, რომელიც კომპეტენციას ვერ დაადასტურებს, აუცილებლად უნდა დატოვოს სკოლა“- დირექტორების შეფასებები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203