ახალციხის N5 სკოლის მოსწავლეები ფოტოკონკურსში ''ტურისტის თვალით დანახული ახალციხე'' საპრიზო ადგილებზე გავიდნენ
01-05-2017

ახალციხის N5 სკოლის მოსწავლეებმა ფოტოკონკურსში ''ტურისტის თვალით დანახული ახალციხე'' ორი საპრიზო ადგილი დაიკავეს. 

პირველი ადგილზე გავიდა მე-11 კლასის მოსწავლე ნათია მაჭავარიანი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი მე-7 კლასის მოსწავლე საბა ვარდიძე გახდა.

ფოტოკონკურსი ახალციხის რაიონული პროკურატურის ორგანიზებითა და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. 

კონკურსი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა შეეძლოთ ახალციხის სკოლის მოსწავლეებს. ახალგაზრდებმა საკონკურსოდ 40-მდე ფოტო წარადგინეს. 

ჟიურიმ სამი საუკეთესო ფოტო შეარჩია. საპრიზო ადგილის მფლობელებს სიგელები ახალციხის რაიონულმა პროკურორმა გადასცა.

ფოტოკონკურსის მიზანი მოზარდებში ფოტოხელოვნების პოპულარიზაცია იყო.

ახალციხის N5 სკოლა ულოცავს თავის მოსწავლეებს გამარჯვებას და შემდეგშიც წარმატებებს უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203