წინანდლის სკოლაში მოსწავლეები მასწავლებლების ხელმძღვანელობით ღონისძიებებს მთელი წლის განმავლობაში აქტიურად გეგმავენ და აწყობენ
01-05-2017
წინანდლის სკოლაში მიმდინარე სასწავლო წელს მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები ჩატარდა. 

მოსწავლეები მასწავლებლების ხელმძღვანელობით ღონისძებებს მთელი წლის განმავლობაში აქტიურად გეგმავენ და აწყობენ. 

სკოლის მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის მანანი ამუზაშვილის ხელმძღვანელობით განახორციელეს პროექტი ''არა ბულინგს''. 

სკოლა გამოირჩევა წარმატებული მოსწავლეებით. 

VIII კლასის მოსწავლე გვანცა მაისურაძე კონკურს-ფესტივალის ''მომავლის ვარსკვლავების'' გამარჯვებული გახდა. გვანცა 11 მაისს იტალიაში გაემგზავრება. 

წინანდლის სკოლის მოსწავლეები სპორტსაც აქტიურად მისდევენ. მათ მონაწილეობა მიიღეს მხიარულ სტარტებში. 



იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203