აკეთის სკოლის პროექტ-გაკვეთილზე მოსწავლეებმა სხვადასხვა ტიპის აქტივობა წარმოადგინეს
01-05-2017

აკეთის სკოლის X კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებლის ლეილა გოგელიას ხელმძღვანელობით, პროექტ-გაკვეთილი ''მეფე თამარი'' ჩაატარეს.

მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო მასალა მოიძიეს თამარ მეფის შესახებ, როგორც ლიტერატურული ნაწარმოებიდან, ისე ინტერნეტ-სივრციდან. ამ მასალებზე დაყრდნობით სლაიდ-შოუ მოამზადეს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა საკლასო ვიქტორინა ''ვინ მეტი იცის თამარის შესახებ'' ჩაატარეს, მოამზადეს კედლის გაზეთი, გამართეს დისკუსია და გამოთქვეს სურვილები თუ როგორ საქართველოში ისურვებდნენ ცხოვრებას.

''ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი შევიტყვეთ თამარ მეფის ცხოვრებაზე, მის ეპოქაზე. პროექტის ფარგლებში არაერთი აქტივობა წარმოვადგინეთ. მუშაობის პროცესი ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. ასეთი გაკვეთილები უფრო მრავალფეროვანს ხდის ჩვენს სასკოლო ცხოვრებას'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203