''ანაბასისის'' სკოლის მკვლევართა კლუბის წევრებმა სამეცნიერო პიკნიკზე საინტერესო ექსპერიმენტები წარმოადგინეს
01-05-2017
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა სახელწოდებით ''მეცნიერება სახალისოა''.

სკოლა "ანაბასისის" მკვლევართა კლუბის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო პიკნიკში. ახალგაზრდა მკვლევრებმა საინტერესო ცდებითა და ექსპერიმენტებით დააინტერესეს იმერეთის გუბერნატორი, პიკნიკის მონაწილეები და სტუმრები. 

სამეცნიერო პიკნიკი სკოლის ასაკის მოზარდებისათვის იყო განკუთვნილი. ღონისძიების მთავარი ამოცანა მეცნიერების თანამედროვე მიღწევების სახალისო ფორმით წარმოჩენა იყო.  

სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, სპეციალურად გაშლილ კარვებში/პავილიონებში ჩატარდა საინტერესო ექსპერიმენტები და ინტერაქციული გამოფენები, სახალისო ვიქტორინა-კონკურსები და მასტერკლასები.  

სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისში პირველად ჩატარდა და მასში იმერეთისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონის (ბაღდათი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, წყალტუბო, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, ხონი, სამტრედია, ფოთი) სკოლების IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

სამეცნიერო პიკნიკს თანაორგანიზატორობა გაუწია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ''ადამიანი გაჭირვებაში''.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203