საქართველოში ლიეტუვის საელჩო მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 22 სექტემბრამდე ონლაინ რეჟიმში „საქართველოს ახალგაზრდული ბიზნეს თასი 2019“-ის ჩემპიონატს გამართავს.
„საქართველოს ახალგაზრდული ბიზნეს თასი 2019“-ის გათამაშებაში მონაწილეობა 15-დან 35 წლამდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
გამარჯვებულები ფულად პრიზებს მიიღებენ: I ადგილზე გასული - 1 500 ევროს, II ადგილზე გასული - 1 000 ევროს, III ადგილზე გასული კი - 500 ევროს.
რეგისტრაცია დაწყებულია და დასრულდება პირველ სექტემბერს.
დეტალებისათვის იხილეთ ბმული.