ახალციხის N2 სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში საკუთარი სახელობის ხეები დარგეს
01-05-2017
დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ''დარგე შენი ხე და იზრუნე მასზე'' ფარგლებში ახალციხის N2 სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ცაცხვისა და ნეკერჩხლის ხეები დარგეს. 

ყველა ხეს აქვს ბარათი, რომელზეც იმ მოსწავლის ვინაობა წერია, ვინც ეს ხე დარგო. ''გვჯერა, რომ მოსწავლეები თავიანთ დარგულ ხეებზე მუდმივად იზრუნებენ და ეს სასარგებლო ინიციატივა კვლავაც გაგრძელდება'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა. 

დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ახალციხის რესურსცენტრის ინიციატივითა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მხარდაჭერით განხორციელდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203