2019-2020 სასწავლო წლის სტუდენტებისთვის შემოდგომის მობილობის ვადები ცნობილია
18-07-2019

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები ცნობილია.

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობის ვადები:

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში წარმოდგენის ვადა - 2019 წლის 18 ივლისიდან 2019 წლის 25 ივლისის ჩათვლით. 

მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2019 წლის  31 ივლისიდან 2019 წლის 21 აგვისტოს 18.00 სთ-მდე. 

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა - 2019 წლის  27 აგვისტოდან 2019 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203