ლასურიაშის სკოლაში მოსწავლეებმა დედამიწის დღე რამდენიმედღიანი ღონისძიებით აღნიშნეს
01-05-2017
ლასურიაშის სკოლაში მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს და ღონისძიება სახელწოდებით - ''დედამიწა ჩვენი სახლია'' ჩატარეს. 

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვით საკითხებში და მოსახლეობის ინფორმირება.

I - დღე - კვირეულის სამუშაო გეგმის გაცნობა:

ა) ვიდეო კოლაჟის ჩვენება.
ბ) ეკო-კლუბის მიერ გაწეული მუშაობის პრეზენტაცია.

II-დღე - საინფორმაციო პოსტერების და ბანერის გაახლება.
III-დღე - ასფალტზე ხატვა.
IV-დღე - პრეზენტაცია ''ჩვენი პლანეტა, ჩვენი პასუხისმგებლობა''.
V- დღე - დასუფთავების აქცია.

ჩატარებული აქტივობების შედეგად გაიზარდა მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერება, გაუჩნდათ პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის კუთხით, მოსახლეობამ კი მეტი ინფორმაცია შეიტყო გარემოსდაცვაზე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203