თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში მასწავლებელი შეუძლოდ გახდა
19-07-2019
თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში მასწავლებელს წნევამ აუწია, რის გამოც მან გამოცდა საათნახევარში დატოვა. როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, დახმარებისთვის სამედიცინო პუნქტისთვის არ მიუმართავს.

„გერმანულს ვწერდი, რთული არ ყოფილა. ახალგაზრდებიც იყვნენ, წერდნენ. მე უბრალოდ, შეუძლოდ გავხდი და ამიტომ გამოვედი. წნევამ ამიწია და აღარ გავჩერდი. ისე დაწერით, დავწერე და ვნახოთ“, - განაცხადა აპლიკანტმა.

დღეს გამოცდები ტარდება:

  • ბიოლოგიაში;
  • ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებში ( წერითი ნაწილი); 
  • ქართულში, როგორც მეორე ენა (წერითი ნაწილი);
  • ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში( წერითი ნაწილი).
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 ივლისს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად, პირველ სესიაზე, დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 83%- ზე მეტი პედაგოგი და პედაგოგობის მსურველი გამოცხადდა.

ასევე იხილეთ: მასწავლებელთა გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - ფიზიკა, მათემატიკა, ხელოვნება, ქიმია, სპორტი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203