რა პროცედურები უნდა გაიარონ სტუდენტებმა მობილობისთვის - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტთა მობილობა მიმდინარე წლის 31 ივლისიდან იწყება. რა ეტაპები რა თანმიმდევრობით უნდა გაიაროს სტუდენტმა მობილობის განხორციელებისთვის? - Etaloni.ge პროცედურულ საკითხებს გთავაზობთ:
- მობილობის მსურველმა პირველ რიგში, მობილობის ელექტრონულ პორტალზე - www.students.emis.ge უნდა გაიაროს რეგისტრაცია;
- შემდეგ უნდა გააკეთოს ელექტრონული განაცხადი მობილობაზე: დააფიქსიროს არჩევანი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება [უსდ], პროგრამა) და დაალაგოს იგი პრიორიტეტებად, აღნიშნულის შემდეგ მან უნდა გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) საქართველოს ბანკში;
- ასევე გაეცნოს მობილობის შედეგებს ელექტრონულ პორტალზე პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში და დადებითი პასუხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები;
- ამასთან, მობილობის მსურველი აუცილებლად უნდა გაეცნოს მიმღები უსდ-ს მიერ აღიარებულ კრედიტების რაოდენობას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი.
აღსანიშნავია, რომ მობილობის საფასურის გადახდისგან თავისუფლდება სტუდენტი, რომლის ოჯახიც მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პერიოდში რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.მობილობის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ
ბმული.იხილეთ ასევე: 2019-2020 სასწავლო წლის სტუდენტებისთვის შემოდგომის მობილობის ვადები ცნობილია