თელავის N4 სკოლა აშშ-საქართველოს დიპლომატიური თანამშრომლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას შეუერთდა
02-05-2017

აშშ-საქართველო დიპლომატიური თანამშრომლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებას თელავის მე-4 სკოლაც შეუერთდა.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ესეების, პოსტერების, ნახატების კონკურსი.

ასევე, გაიმართა პრეზენტაცია, ვიქტორინა და დისკუსია. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ XII კლასის მოსწავლეს ირაკლი იაგორაშვილსა და მშვიდობის კორპუსის მოხალისეს სლავომირ პოდრაზას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203