ახალციხის ციხეზე ფესტივალი - „კულტურის გზაჯვარედინი“ ჩატარდა
23-07-2019

ორგანიზაცია „ტერიანის კულტურის ცენტრის“ ინიციატივით, მიმდინარე წლის 20 ივლისს ახალციხის ციხეზე ფესტივალი სახელწოდებით „კულტურის გზაჯვარედინი“ ჩატარდა.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ტერიანის კულტურის ცენტრი“ 2001 წელს დაარსდა.

ახალციხის ციხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, დაარსების დღიდანვე ცენტრი ეწევა კულტურულ, ლიტერატურულ, საგანმანათლებლო და ეროვნულ სამეცნიერო საქმიანობას, რაც ხელს უწყობს როგორც სულიერი და კულტურული ღირებულებების შენარჩუნებას და გავრცელებას, ასევე სომხური კულტურის განვითარებას.

ორგანიზაცია დაკავებულია გამოჩენილი სომეხი ლირიკოსი პოეტის, ვაჰან ტერიანის ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლითა და გავრცელებით, ორგანიზებას უწევს ვიზიტებს თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, ორენბურგში, მოსკოვსა და სხვა ადგილებში, ასევე, გამოსცემს წიგნებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203