24 ივნისიდან დღემდე 25 000-ზე მეტი ატესტატი გაიცა
24-07-2019
მიმდინარე წლის 24 ივნისიდან დღემდე 25 000-ზე მეტი ატესტატი გაიცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ როგორც წელს სკოლადამთავრებულებს, ასევე, გასულ წლებში საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი პირებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფასურის გადახდის გარეშე მისაღებად განაცხადის გაკეთება 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

ატესტატის მისაღებად აბიტურიენტმა იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შესაბამისი განაცხადი უნდა შეავსონ. ატესტატი განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს, სრულიად უფასოდ გაიცემა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203