„აბიტურიენტების ქცევა ამ გამოცდებზე იყო მართლაც სამაგალითო“ - სოფო გორგოძე
24-07-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების ქცევა სამაგალითო იყო.

როგორც მან საგამოცდო პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აბიტურიენტებმა თითქმის არ დაიმსახურეს შენიშვნები პერსონალისგან.

„მინდა განსაკუთრებით გამოვყო აბიტურიენტები და მადლობა გადავუხადო მათ. მე ვიყავი 23-ვე საგამოცდო ცენტრში. დღეს ბათუმის საგამოცდო ცენტრში დავასრულეთ პროცესზე დაკვირვება და მინდა ვთქვა, რომ აბიტურიენტების ქცევა ამ გამოცდებზე იყო მართლაც სამაგალითო. თითქმის, ისინი არ იმსახურებდნენ შენიშვნებს პერსონალისგან. ეს არის ძალიან სასიხარულო ჩემთვის იმიტომ, რომ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ახალგაზრდების შეგნება და პასუხისმგებლობის გრძნობა საკმაოდ მაღალია. მათ შესანიშნავად იციან თავიანთი უფლებები, მაგრამ ამავდროულად, იციან რა არის მათი მოვალეობებიც. ვფიქრობ, რომ ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ცოდნა, რომელიც მათ საგამოცდო პროცესში უნდა გამოავლინონ“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

ასევე იხილეთ: 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა დაახლოებით 95% გამოცხადდა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203