ხვალ დასავლეთ საქართველოში 40 გრადუსამდე დაცხება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
29-07-2019

მიმდინარე წლის 30 ივლისიდან მთელ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს და უნალექო ამინდები იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია +35; +40 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში +33; +38 გრადუსი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 30 ივლისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი -  დღის განმავლობაში +37 გრადუსი იქნება.

31 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ქარი გაძლიერდება. რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია +27; +32 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში +32; +37 გრადუსი.

თბილისში 31 ივლისს +36 გრადუსი იქნება, ასევე იქროლებს ქარი 10-15 მ/წმ-ში. 1-ელ აგვისტოს კი ტემპერატურა +34 გრადუსია მოსალოდნელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203