ზოგადი უნარების შედეგების მიხედვით, საგამოცდო პროცესს 5 ათასამდე აბიტურიენტი გამოეთიშა
01-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდაში მონაწილეობა 35 440 აბიტურიენტმა მიიღო, მათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი 12,9%-მა ვერ გადალახა.

ზოგადი უნარების შედეგების მიხედვით, ჯამში, საგამოცდო პროცესს 4,571 აბიტურიენტი გამოეთიშა.



აქვე შეგახსენებთ, რომ ქულათა გათანაბრების შედეგად ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო:

I ვარიანტი - 22 ქულა და მეტი;
II ვარიანტი - 24 ქულა და მეტი;
III ვარიანტი - 22 ქულა და მეტი;
IV ვარიანტი - 24 ქულა და მეტი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოცდა ზოგიერთ საგანში რამდენიმე სესიად მიმდინარეობს, რაც განაპირობებს საგამოცდო ტესტების სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების აუცილებლობას. შესაძლოა, კონკრეტული საგნის ტესტის სხვადასხვა ვარიანტი სირთულის თვალსაზრისით მცირედით განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, ამიტომ აბიტურიენტებისათვის თანაბარი საკონკურსო პირობების შესაქმნელად გამოიყენება ქულების გათანაბრება (ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).

რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის სტატისტიკურ ანალიზს, naec-ის ვებ-გვერდზე აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განთავსდება.

სააპელაციო განაცხადების მიღება ელექტრონულად ვებ-გვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება.

ასევე იხილეთ: სკალირების შედეგად ვის მოემატება ქულა? - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს პასუხობს

ზოგადი უნარების სტატისტიკური ანალიზი

რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო 2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდაზე ყველაზე მაღალი ქულა? - სტატისტიკური მონაცემები

„ვეცდებით, აბიტურიენტებს შემდეგი კვირის ბოლოს სრული ინფორმაცია ჰქონდეთ შედეგებზე“ - სოფო გორგოძე

როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი თუ ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ შეფასებას არ ეთანხმება?! - დეტალები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203