წელს, აბიტურიენტების მსგავსად გამოცდებს სკოლის მასწავლებლებიც აბარებდნენ. არიან ისეთი პედაგოგები, ვინც პროფესიიდან წასვლის სანაცვლოდ ფულადი ჯილდო აიღო, თუმცა არიან ისეთებიც ვინც სკოლაში დარჩენა ამჯობინეს.
რამდენი მასწავლებელი გავიდა გამოცდაზე, მათ შორის თუ არიან პენსიონერი პედაგოგები, როგორია გამოცდების პასუხების მოლოდინი და რამდენმა მასწავლებელმა დათმო პროფესია ფულადი ჯილდოს სანაცვლო? - Etaloni.ge ამ კითხვებით სხვადასხვა სკოლის დირექტორს დაუკავშირდა.
არჩილ სადუნაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩემი სკოლიდან გამოცდაზე სამი მასწავლებელი გავიდა, მათ შორის ერთი პენსიონერი გახლავთ. როგორც ვიცი, საშუალოზე უფრო რთული იყო წლევანდელი გამოცდა. ფულად ჯილდოს რაც შეეხება, უკვე 4-მა გამოთქვა ამის სურვილი“.
ლედი მიდელაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის ნიგოზას საჯარო სკოლის დირექტორი:
„წლევანდელ გამოცდაზე სულ 10 მასწავლებელი გავიდა, პენსიონერი მასწავლებლები არ გვყავს სკოლაში, გამოცდის შედეგებს ველოდებით, თუმცა ამ ეტაპზე არაერთგვაროვანი შეფასებებია სირთულესთან დაკავშირებით“.
ოთარ ვანაძე წალკის მუნიციპალიტეტის ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩემი სკოლიდან 12 მასწავლებელი აბარებდა გამოცდას, პენსიონერი პედაგოგები არ გვყავს, ამ ეტაპზე ყველა დადებითად არის განწყობილი და დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან პასუხებს. რაც შეეხება ფულად ჯილდოს, არ გვყავს ამ ტიპის მასწავლებელი“.
ლილი ჯავახიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის ხორხელის საჯარო სკოლის დირექტორი:
„გამოცდაზე სულ ერთი მასწავლებელი გავიდა, გვყავს 4 პრაქტიკოსი პენსიონერი მასწავლებელი. ერთი მათგანი კი ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ სკოლიდან წავიდა“
ეთერ ქევხიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის კალაურის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩემი სკოლიდან გამოცდაზე ოთხი მასწავლებელი გავიდა, პენსიონერი მასწავლებლები არ გვყავს, გამოცდის შედეგებს ელოდება ყველა, ამბობენ რომ ყველა კითხვაზე მათ მაქსიმალური შედეგი დადეს. ფულადი ჯილდოს აღების სურვილი კი 4-მა გამოთქვა“.
ნინო ნონეშვილი გურჯაანის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:
„გამოცდაზე წელს 4 მასწავლებელი გავიდა, მათ შორის პრაქტიკოსი, პენსიონერი არცერთი არის, როგორც ამბობენ, გამოცდებზე თავიანთი თავით კმაყოფილები არიან. მასწავლებლებიდან 3 პენსიონერი ფულადი ჯილდოს სანაცვლოს სკოლიდან წავიდა“
კახაბერ გუმბერიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
„გამოცდაზე სულ 5 მასწავლებელი გავიდა, მათ შორის პრაქტიკოსი პენსიონერი მასწავლებელი მხოლოდ ერთია, ფულადი ჯილდოს აღების სურვილი ორმა გამოთქვა“.
გვანცა არშილავა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გიორგი გეწაძის სახელობის პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი:
„წელს გამოცდაზე ჩემი სკოლიდან სულ 4 მასწავლებელი გავიდა, ამ ეტაპზე რასაც ამბობენ კმაყოფილები ნამდვილად არ არიან, დაველოდებით შედეგებს ზუსტი პასუხისათვის. რაც შეეხება ფულად ჯილდოს, სურვილი 5-მა პედაგოგმა გამოთქვა“.
სოფიო დანაჩევი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ხანის საჯარო სკოლის დირექტორი:
„გამოცდაზე 11 მასწავლებელი გავიდა, მათ შორის არ გვყავს პენსიონერი. რაც შეეხება მოლოდინებს, დიდი იმედი აქვთ საუკეთესო პასუხების. ჩემს სკოლაში არის 7 მასწავლებელი, რომელმაც პროფესია ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ დატოვა“.
გრიშა გიგაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ზეგნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
„წელს, გამოცდაზე 6 მასწავლებელი გავიდა, პრაქტიკოსი პენსიონერი 4 პედაგოგი ჯილდოზე გავიდა. მოლოდინს რაც შეეხება, საკმაოდ რთულად ეს გამოცდა მასწავლებლებს“.
ნოდარ წიტაიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაგომარის საჯარო სკოლის დირექტორი:
„გამოცდაზე 3 მასწავლებელი გავიდა, მათ შორის პენსიონერი ერთია. მოლოდინს რაც შეეხება, ვფიქრობთ რომ ზღვარს გადალახავენ. ფულად ჯილდოზე ერთი პედაგოგი მყავდა და ისიც გამოცდაზე გავიდა“.
ავთანდილ კეჭაყმაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სკოლის დირექტორი:
„გამოცდაზე დაახლოებით 20 პედაგოგი გავიდა, მათ შორის არის 5 პენსიონერი. ისინი ელოდებიან რომ საუკეთესო შედეგებს დადებენ. მასწავლებლებიდან სურვილი ფულადი ჯილდოს აღების შესახებ ცხრამ გამოთქვა“.
დალი დიასამიძე ბათუმის N23 საჯარო სკოლის დირექტორი:
„წელს გამოცდაზე ჩემი სკოლიდან სულ 8 მასწავლებელი გავიდა, მათ შორის პენსიონერი არის ერთი. მოლოდინი საკმაოდ კარგი აქვთ, დაველოდოთ შედეგებს. რაც შეეხება ფულად ჯილდოს სულ 2-მა გამოთქვა ამის სურვილი“.
გალაქტიონ მინდიაშვილი თბილისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
„გამოცდაზე 7 პედაგოგი გავიდა, მათ შორის პრაქტიკოსი პენსიონერი გახლავთ ერთი. მოლოდინი დადებითია. ფულადი ჯილდოს აღების სურვილი ჩემი სკოლიდან კი არავის გამოუთქვამს“.
გელა ჩხიტუნიძე საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალის საჯარო სკოლის დირექტორი:
„გამოცდაზე სულ 5 მასწავლებელი გავიდა, მათ შორის პენსიონერი არცერთი არ არის. რაც შეეხება მოლოდინის შეფასება არაერთგვაროვანია. ჩემი მასწავლებლებიდან 6-მა გამოთქვა სურვილი ფულადი ჯილდოს აღების“.
დავით ხუმარაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტის ტუშურების საჯარო სკოლის დირექტორი:
„გამოცდაზე წელს, 21 მასწავლებელი გავიდა, მათ შორის პენსიონერი ორია, მათ საკმაოდ დიდი მოლოდინი აქვთ. პედაგოგებიდან ფულადი ჯილდოს აღების სურვილი მხოლოდ ერთმა თქვა“.