როგორ ხდება ფულადი ჯილდოს დაანგარიშება იმ საპენსიო ასაკის პედაგოგისთვის, ვინც ერთზე მეტ სკოლაში ასწავლის?
იმ შემთხვევაში, თუკი პრაქტიკოსი მასწავლებელი ერთზე მეტ საჯარო სკოლაში ასწავლის, ფულადი ჯილდოს აღების მიზნით ვალდებულია შრომითი ურთიერთობა შეწყვიტოს ყველა საჯარო სკოლასთან. ამ შემთხვევაში ფულადი ჯილდო გამოითვლება თითოეულ საჯარო სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ფულადი ჯილდოს გაცემის წესში, რომელიც საქართველოს მთავრობამ საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის დაამტკიცა.
იხილეთ: საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდაროდემდე აქვთ სტატუსის ამაღლებისთვის პრაქტიკოს მასწავლებლებს ვადა და როდის გამოცხადდება მათი პოზიცია ვაკანტურად?