''ანაბასისის'' სკოლის მოსწავლეების წარმატება მუსიკალურ პროექტში ''იმერეთის ხმა''
02-05-2017
მუსიკალურ პროექტში ''იმერეთის ხმა'' აქტიური მონაწილეობა მიიღო ''ანაბასისის'' სკოლის მომღერალთა გუნდმა პედაგოგ თეა მიქაბერიძის ხელმძღვანელობით. 

გუნდი საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა. მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ მეხუთე კლასის მოსწავლე ლუკა ლელაძე და მეექვსე კლასის მოსწავლე მარიამ გრიგოლაშვილი.

''არაჩვეულებრივი ნომრები წარმოადგინეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა. ვულოცავთ მათ ამ მნიშვნელოვან წარმატებას და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებთ'' -  აღნიშნეს ''ანაბასისის'' სკოლის მასწავლებლებმა.

პროექტი ''იმერეთის ხმა'' იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით მესამე წელია მიმდინარეობს და მასში 12-ვე მუნიციპალიტეტია ჩართული.

წელს კონკურსში 41 ახალგაზრდა მონაწილეობდა. გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დააჯილდოვა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203