2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდაში ჩაჭრილი აბიტურიენტები მანიფესტს ავრცელებენ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართავენ:
„განათლების სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მოგმართავთ თხოვნით, იმ ბავშვებმა, რომლებმაც ჩააბარეს 3 საგანი და ვერ გადალახეს უნარებში ბარიერი, უფლება მიეცეთ მონაწილეობა მიიღონ სკალირებაში და დაემატოთ გამსვლელი ქულა, რათა არ გაუცდეთ კიდევ 1 წელი იმ საგნის გამო, რომელიც მომავალში აღარ არის სავალდებულო“, - ნათქვამია აბიტურიენტების მიერ გავრცელებულ მანიფესტში.
იხილეთ ასევე: ზოგადი უნარების შედეგების მიხედვით, საგამოცდო პროცესს 5 ათასამდე აბიტურიენტი გამოეთიშა