მსოფლიო უნივერსიტეტების 2019-2020 წლის რეიტინგში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც მოხვდა.რეიტინგში, რომელშიც 2000 უმაღლესი სასწავლებელი შედის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1073-ე ადგილს იკავებს, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 1549-ე ადგილს.
რეიტინგში პირველ ადგილზე ჰარვარდის უნივერსიტეტია, მეორე ადგილზე - მასაჩუსეტსის ტექნიკური უნივერსიტეტი, ხოლო მესამე ადგილზე - სტენფორდის უნივერსიტეტი.