ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა, თუმცა თუ უმაღლესი სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.
ამის შესახებ ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. ახალი მოდელი გულისხმობს გამოცდების რაოდენობის შემცირებას 4 სავალდებულო გამოცდიდან 3 გამოცდამდე.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა ყველა გამოცდის (3 სავალდებულო და ერთ-ერთი არჩევითი საგნის) შედეგის მიხედვით.
ასევე იხილეთ: 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ - დეტალები
რომელი საგნების ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე?! - ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი