შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.
ამჟამად ცნობილია მათემატიკის (VII-XII), გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გამოცდების შედეგები.
რაც შეეხება სხვა გამოცდებს, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მომდევნო კვირიდან განახლდება დარჩენილი საგნების შედეგების გამოქვეყნება.