საქართველოს პრემიერ - მინისტრის მამუკა ბახტაძის 2019 წლის 9 აგვისტოს N 267 ბრძანების საფუძველზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ გიორგი ვაშაკიძე დაინიშნა.
2018 წლიდან გიორგი ვაშაკიძე სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობდა.
გიორგი ვაშაკიძეს აქვს ათწლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო კერძო/საჯარო ორგანიზაციებში, აქვს აკადემიური საქმიანობის მნიშვნელოვანი გამოცდილება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელბში, მუშაობდა ექსპერტად გაეროს განვითარების პროგრამებში, იყო რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საბჭოს წევრი. გიორგი ვაშაკიძე არის არაერთი მონოგრაფიის, კვლევისა და სტატიის ავტორი. მიღებული აქვს სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის წოდება ჰამბურგის უნივერსიტეტში.