2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. აბიტურიენტებისთვის პირველადი შედეგები ცნობილია, მათი ნაწილი კი აპელაციების პასუხებს ელის. რაც შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვებს, აღნიშნული ინფორმაცია აპლიკანტებისთვის სავარაუდოდ თვის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
მანამდე კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ატესტატის შესახებ აფრთხილებს.
ატესტატის ასლი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 20 აგვისტოს 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ აბიტურიენტებმა:
ცენტრის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს, გადამოწმდება მისი სტატუსი და სრული ზოგადი განათლების დოკუმენტის არ ქონის შემთხვევაში, აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგები გაუუქმდებათ და შესაბამისად კონკურსიდანაც მოიხსნებიან.