მიმდინარე წლის 19-23 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსია მოსალოდნელია.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.