ახალციხის N2 სკოლაში საგზაო მოძრაობის წესებზე ლექცია ჩატარდა
03-05-2017

ახალციხის N2 სკოლაში საგზაო მოძრაობის წესებზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი აღლემაშვილმა ლექცია ჩაატარა. 

ლექცია პროექტ ''საზოგადოებრივი პროკურატურის'' ფარგლებში ჩატარდა და მას მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

შეხვედრის თემა იყო "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება". 

გიორგი აღლემაშვილმა ისაუბრა ისეთი ტიპის დარღვევებზე, როგორიცაა ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა, სიჩქარის გადაჭარბება, მობილურ ტელეფონზე საუბარი – რა შეიძლება გამოიწვიოს მსგავსმა საქციელმა და რას ითვალისწინებს სასჯელი. 

პროკურორის თქმით: ''სკოლებში ჩატარებული ლექციების შედეგად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები ახალგაზრდების მხრიდან მნიშვნელოვნად შემცირდება''.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203