პენსიონერი მასწავლებლებისთვის ჯილდოს შეთავაზებამ სკოლებში ვაკანსიების რაოდენობა გაზარდა - მანანა რატიანი
20-08-2019
„პენსიონერი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს შეთავაზებით წელს სკოლებში ვაკანსიები გამოჩნდა, რაც აქამდე იშვიათობა იყო“ - აღნიშნავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მანანა რატიანმა. 

მისი თქმით, საჯარო სკოლების მიერ ამ ეტაპისთვის უკვე 500-მდე ვაკანსიაა გამოცხადებული.

„პენსიონერი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს შეთავაზებით წელს სკოლებში ვაკანსიები გამოჩნდა (ამ ეტაპისთვის 500), რაც აქამდე იშვიათობა იყო. ხვალ დღის ბოლომდე საჯარო სკოლების ყველა ვაკანსია იქნება საიტზე განთავსებული. ასე რომ მასწავლებლობის მსურველებო, დარეგისტრირდით ამავე საიტზე, დროულად მოიძიეთ საჭირო დოკუმენტაცია. კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად, ვადები შეზღუდულია“, - განაცხადა რატიანმა.

იხილეთ გამოცხადებული ვაკანსიები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203