განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მობილობის შედეგები სტუდენტებისთვის 26 აგვისტოს გახდება ცნობილი.
2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობისთვის სტუდენტთა რეგისტრაცია 31 ივლის დაიწყო და 21 აგვისტოს 18:00 საათზე სრულდება.
მობილობის მსურველს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულ პორტალზე - www.students.emis.ge შეუძლიათ.
რეგისტრაციის შემდგომ სტუდენტებმა ელექტრონული განაცხადი უნდა გააკეთონ მობილობაზე: დააფიქსიროს არჩევანი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, პროგრამა), და დაალაგოს იგი პრიორიტეტებად, აღნიშნულის შემდეგ მან უნდა გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) საქართველოს ბანკში.
შედეგების გამოქვეყნების (26 აგვისტოს) შემდგომ 27, 29, 30 აგვისტოს პერიოდში სტუდენტმა უნდა მიმართოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და პირადი საქმის ასლები წარუდგინოს.