საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის გამოცდა 5 სექტემბერს ჩატარდება
23-08-2019
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის გამოცდა 5 სექტემბრის 12:00 საათზე ჩატარდება.
 
გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირებული აპლიკანტები უნდა გამოცხადდნენ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მისამართზე: ე.მინდელის N9.
 
რეგისტრაცია 11:45 საათიდან დაიწყება და 12:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის გასავლელად აპლიკანტმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
ტესტირებისათვის გამოყოფილი დრო  2 საათი და 30 წუთია.
 
ტესტი შედგება 45-არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალებისაგან. თითოეულ დავალებას აქვს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით.
 
ტესტირების მიმდინარეობისას აპლიკანტს უფლება აქვს თან იქონიოს:
 
  • წყალი (პოლიეთილენის ბოთლით);
  • პირადი ჰიგიენის ნივთები.
ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში აპლიკანტს ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კალმით და სხვა საჭირო ნივთებით.
 
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. გამოცდის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრი გამოაქვეყნებს:
 
ა) იმ აპლიკანტების სიას, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდა;
ბ) იმ აპლიკანტების სიას, რომელთაც ვერ ჩააბარეს გამოცდა.
 
გამოსაცდელები, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს/პირობებს, ვალდებულნი არიან, არაუგვიანეს 2019 წლის 2 სექტემბრის 18:00 საათისა, წარმოადგინონ ცენტრში შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა N100) ნებისმიერი ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.
 
ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნების თაობაზე აპლიკანტებმა უნდა მიმართონ განცხადებით ცენტრს 23 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: ე.მინდელის N9.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203