2019 წლის ეროვნული გამოცდების 3 სავალდებულო საგანში ბარიერი აბიტურიენტების 76%-მა გადალახა
23-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების ჩაჭრის მაჩვენებელი წინა წლებისგან დიდად არ განსხვავდება. 

მისი თქმით, 3 სავალდებულო საგანში ბარიერი აბიტურიენტების 76%-მა გადალახა.

„ცალკეული საგნების მიხედვით მონაცემები განსხვავებულია, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მაგალითად, 3 სავალდებულო საგანში ბარიერი 76%-მა გადალახა, ამასთან 3 სავალდებულო და ერთ არჩევით საგანში ბარიერი 71%-მა გადალახა. ჩაჭრის მაჩვენებელი წინა წლებისგან დიდად არ განსხვავდება. ტენდენცია ერთი და იგივეა“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, ზუსტი რიცხვი თუ რამდენმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა ბარიერი 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, უნივერსიტეტებში ჩარიცხვებთან ერთად გახდება ცნობილი.

ასევე იხილეთ: ზოგადი უნარების შედეგების მიხედვით, საგამოცდო პროცესს 35 440 აბიტურიენტიდან  5 ათასამდე გამოეთიშა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203