მასწავლებელთა გამოცდების საბოლოო შედეგები სავარაუდოდ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება
23-08-2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის განცხადებით, 2019 წლის მასწავლებელთა გამოცდების საბოლოო შედეგები სავარაუდოდ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნება.

როგორც გორგოძე აღნიშნავს, ჯერჯერობით უცნობია რამდენი სააპელაციო განაცხადი შევიდა ცენტრში, თუმცა მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე შედეგების გასაჩივრება უკვე დამთავრებულია.

აპლიკანტებს სააპელაციო განაცხადის გაკეთება 21 აგვისტოს ჩათვლით შეეძლოთ.

„მასწავლებელთა აპელაციების რიცხვი ჯერჯერობით არ ვიცით, თუმცა დამთავრდა აპელაციების შემოტანა. მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადების შესახებ ზუსტი ინფორმაციას ვერ გეტყვით. სურვილი გვაქვს, რომ აგვისტოს ბოლოს უკვე შევძლოთ გამოქვეყნება, თუმცა ეს დამოკიდებულია კომისიის მუშაობაზე და სააპელაციო განაცხადების რაოდენობაზე. ყოველ შემთხვევაში განსაზღვრული გვაქვს, რომ აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში უკვე გვქონდეს საბოლოო მონაცემები“,-განაცახადა სოფო გორგოძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203