რა შემთხვევაში შეუწყდება მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება?!
26-08-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი დაამტკიცა, სადაც კონკრეტულად არის საუბარი თუ რა შემთხვევაში წყდება მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულება.

ბრძანების მიხედვით, მასწავლებელს ხელშეკრულება შეიძლება შეუწყდეს თუ:

  • თუ სკოლასა და მასწავლებელს შორის დადებული კონკრეტული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხანგრძლივი შრომისუუნარობისას, თუ მასწავლებლის შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთან, თუ მასწავლებელს გამოყენებული აქვს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული შვებულება;
  • მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს: მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისას; ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
  • მასწავლებლის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელი ვალდებულია სკოლას აღნიშნულის შესახებ აცნობოს წერილობით 30 კალენდარული დღით ადრე. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.
იხილეთ ასევე: მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი დამტკიცდა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203