ახალციხის N5 სკოლის მოსწავლეს ლია ნათენაძეს კონფერენციაზე საუკეთესო ნაშრომის წარდგენისათვის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს
08-05-2017
ახალციხის N5 სკოლაში ისტორიის მასწავლებლების ლიდა ბექაურისა და ზაზა ნათენაძის ხელმძღვანელობით სასკოლო კონფერენცია ჩატარდა თემაზე - ''საქართველოს ისტორია და სამცხე-ჯავახეთი''.

კონფერენცია გაგრძელება იყო ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიცირებული პროექტის - ''მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის გასვლითი ექსკურსია გაკვეთილი ახალციხის ციხეზე და სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში''.  

კონფერენციაში ახალციხის N5 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ: ქეთევან კაჭკაჭაშვილი, ლია ნათენაძე, მარიამ სამსონიძე, ელენე ჩქვანავა, თამუნა გიგოლაშვილი, ლია ივანიძე, მარიამ ლიჩელი, გიორგი ბერიძე, გიორგი ნათენაძე, ქრისტინე მსხვილიძე, ნანული მჭედლიძე, ანი ათუნაშვილ და სალომე დიასამიძე.   
  
სასკოლო კონფერენციაში IX კლასის მოსწავლე ლია ნათენაძემ გაიმარჯვა. მან მონაწილეობა მიიღო დასკვნით კონფერენციაში, სადაც ისტორიულ თემებზე პრეზენტაციები გააკეთეს ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მე-9 კლასების თითო-თითო წარმომადგენელმა, რომლებიც გამარჯვებულებად გამოვლინდნენ სასკოლო კონფერენციის ორგანიზატორების მიერ. 

ლია ნათენაძის პრეზენტაციის თემა იყო ''მძიმე პერიოდი სამცხე-ჯავახეთში (XIII ს.-დან-  XVIII ს.-მდე)'', ხელმძღვანელი მასწავლებელი ლიდა ბექაური. 

სკოლის დირექციამ და სპმთ პროფკავშირის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ კონფერენციაზე საუკეთესო ნაშრომის წარდგენისათვის და ნომინაციაში ''საუკეთესო პრეზენტატორი'' ლია ნათენაძეს სიგელები და სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები გადასცეს. მოსწავლე სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს ქალაქის მერმა და ადმინისტრაციამ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203