2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისში, მანდატურის სამსახური დამატებით 41 საჯარო სკოლაში 109 მანდატური იქნება წარმოდგენილი.
საგანმანთლებლო დაწესებულების მანდატურობის კანდიდატთა ახალმა ნაკადმა წარმატებით დაასრულა 2-თვიანი მოსამზადებელი კურსი შსს-ს აკადემიაში. ახალი სასწავლო წლიდან, ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში გადანაწილდებიან.
109 ახალ თანამშრომელს მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე შეხვდა, მათ მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა.
2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისში, მანდატურის სამსახური დამატებით 41 საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი: შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთსა და რაჭაში. სულ, მანდატურის სამსახურის მომსახურებით, სასწავლო პროცესის დაწყებისას, საქართველოს მასშტაბით, 527 საჯარო სკოლა ისარგებლებს.
სასწავლო წლის ბოლომდე, მანდატურის სამსახური კიდევ 61 საჯარო სკოლაში შევა.