შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე გასწორებული 38 000 ნაშრომიდან სულ 2400 ნაშრომი გასაჩივრდა.
დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეიცვალა (მოემატა ან დააკლდა) 985 ნაშრომის შემთხვევაში.
წელს გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 10 ივლისიდან ჩაერთვნენ. მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად გამოცდებზე - 31 500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.
ასევე იხილეთ: მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა აპელაციის შედეგები ცნობილია