შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები ცნობილია.
შედეგების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ცენტრის ცნობით, აპელაციის შედეგად შეფასება 140 კანდიდატს შეეცვალა.
„წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად 12 000-მდე კანდიდატი დარეგისტრირდა. გასწორდა 10 300 ნაშრომი, ხოლო გასაჩივრდა 285. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად კი შეფასება 140 კანდიდატს შეეცვალა“.