სამაგისტრო გამოცდის შედეგების აპელაციისთვის გადახდილი თანხების დაბრუნებაზე განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
მაგისტრობის მსურველებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ (მოემატათ ან დააკლდათ) შეფასება, განაცხადის საფუძველზე აპელაციისთვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.განაცხადები მიიღება 2019 წლის
5 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით.
- ქალაქ თბილისში - მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე.
- რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი
- ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, რომლებშიც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება;
- იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
იხილეთ განაცხადის ფორმაიმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური გადახდილია:
- საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით, საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
- გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების (თვითმომსახურების ტერმინალისა ან ვებგვერდის) გამოყენებით, საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.