შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს.სტატისტიკურ ანალიზიცენტრის ცნობით, აპელაციის შედეგად შეფასება 140 კანდიდატს შეეცვალა.„წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად 12 000-მდე კანდიდატი დარეგისტრირდა. გასწორდა 10 300 ნაშრომი, ხოლო გასაჩივრდა 285. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად კი შეფასება 140 კანდიდატს შეეცვალა“, - აცხადებენ ცენტრში.
იხილეთ ასევე: სამაგისტრო გამოცდის შედეგების აპელაციისთვის გადახდილი თანხების დაბრუნებაზე განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია