პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა. გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა მინისტრთა კაბინეტმა და სამთავრობო პროგრამამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.
გახარიას ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს, თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი ლევან იზორია ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა ყველა სხვა სამინისტროს ხელმძღვანელი უცვლელია, მათ შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიც.
პარლამენტმა ნდობა შემდეგი შემადგენლობის მინისტრთა კაბინეტს გამოუცხადა:
- გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი
- მაია ცქიტიშვილი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
- ნათელა თურნავა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
- დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი
- ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა მინისტრი
- მიხეილ ბატიაშვილი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
- ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
- ეკატერინე ტიკარაძე – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
- ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი
- ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის მინისტრი
- თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
- ქეთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.
იხილეთ ასევე: გახარიას თქმით, მთავრობა განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის ნაწილის გამოყოფაზე იმსჯელებს