აპელაციის შედეგად ქულა 3 ნაშრომს დააკლდა, 645-ს კი მოემატა - ეროვნული გამოცდები 2019
11-09-2019

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგად თავიდან 2970 ნაშრომი შესწორდა, საიდანაც 648 ნაშრომის შედეგი შეიცვალა. ქულა 645 ნაშრომს მოემატა, ხოლო 3-ს დააკლდა - აღნიშნულ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული მონაცემების მიხედვით გთავაზობთ.

აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტების მიერ სააპელაციო განცხადებებიდან ტრადიციულად ყველაზე მეტი საჩივარი - 1118 ქართულ ენასა და ლიტერატურაში შევიდა.

აპელაციების რაოდენობა მაღალი იყო გეოგრაფიაშიც. ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათ გეოგრაფიაში თავიდან შეასწორეს 492 ნაშრომი, რის შედეგადაც ქულა 64 ნაშრომს მოემატა.

აპელაციის შედეგად ზოგად უნარებში თავიდან შესწორდა 312 ნაშრომი, შედეგად კი მხოლოდ ერთ აბიტურიენტს შეეცვალა ქულა.

268 სააპელაციო განაცხადი შევიდა უცხოურ ენებში, საიდანაც 246 განაცხადი ინგლისური ენაში იყო. საჩივრის შედეგად ქულა 53 ნაშრომს მოემატა და ერთ ნაშრომს დააკლდა.

სააპელაციო განაცხადის შედეგად 219 ნაშრომი გასწორდა ისტორიაში, საიდანაც ქულა 59 ნაშრომს მოემატა, ხოლო ერთს დააკლდა.

ამასთან, მათემატიკის საგანში, „ნაეკის“ ინფორმაციით, აპელაციის შედეგად 206 ნაშრომი შესწორდა, ქულა კი მხოლოდ 10 ნაშრომს მოემატა.

რაც შეეხება საგნებს, რომლის გასაჩივრების შედეგად აბიტურიენტებს ქულა დააკლდათ, ცენტრის ცნობით ასეთი სულ სამი ნაშრომი იყო: ერთი ქიმიაში, ერთი ინგლისურ ენაში და ერთიც ისტორიაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203