მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის მოქმედი მასწავლებლებისათვის ტრენინგ აცხადებს. ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებლებს მიენიჭებათ 1 კრედიტქულა.ტრენინგზე პედაგოგები გაეცნობიან: ტრენინგზე პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ვიზუალური პროგრამირების პლატფორმას, შეძლებენ პროექტების: კომპიუტერული პროგრამის/თამაშის შექმნას სხვადასხვა ვიზულაური და აუდიო ელემენტების გამოყენებით.
ტრენინგი მოიცავს: 16 საკონტაქტო და 9 არასაკონტაქტო საათს. (ტრენინგი ტარდება ოთხი დღე, დღეში 4 საათი).
აუცილებელი პირობა: ტრენინგი განკუთვნილია ისტ-ის საგნის მასწავლებლებისთვის
ტრენინგზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობის დარეგისტრირების შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაითიშება.
ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა - 17 სექტემბერი.
ტრენინგზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს.