დაწყებითი კლასების კათედრამ ნამაშევის სკოლაში პროექტი - ''ენა დედაა ერისა'' განახორციელა
05-05-2017
დაწყებითი კლასების კათედრამ ნამაშევის სკოლაში პროექტი ''ენა დედაა ერისა'' განახორციელა.   
                                                             
პროექტი მიეძღვნა იაკობ გოგებაშვილის ''დედა ენას''. 
 
პროექტის მიზანი იყო იაკობ გოგებაშვილის ''დედაენის'' პოპულარიზაცია, მომავალ თაობაში წერის, კითხვის და ქართულად აზროვნების უნარის განვითარება.   

პროექტს ხელმძღვანელობდნენ  დაწყებითი კლასების  მასწავლებლები: ნათია ბენდელიანი,  თალიკო გაზდელიანი, თვალმზისა გიორხელიძე. 

ღონისძიება გახსნეს I-IV კლასის მოსწავლეებმა. მათ საინტერესოდ ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლსა და დამსახურებაზე.  

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, პატარები სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ „დედაენაზე“ შექმნილი ლექსებითა და სიმღერებით: 

"ღონისძიება ჩატარდა მაღალ დონეზე და დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა." 

სკოლის დირექტორის, მინდია გველებიანის მხარდაჭერით დაფინანსდა ღონისძიების მუსიკალური გაფორმება და ვიდეოგადაღება.
   
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203