ახალციხის ციხემ მრავალმხრივი შემოქმედის და მუსიკოსის - ჟენია სტარკის საღამოს უმასპინძლა.
ჟენია NEBO-მუსიკალური პროექტის სოლისტია, არის ფილოსოფიის დოქტორი, მრავალი სიმღერის ავტორი, მომღერალი და მსახიობი, დაბადებულია ლიტვაში.
სხვადასხვა დროს ის ცხოვრობდა რუსეთში, იტალიაში, ბელგიაში, არაბეთის ემირატებში. არის ავტორი ორი წარმატებული ლექსების კრებულის და ამასთან „ნობელის პოეზიის კლუბის“ დამაარსებელი დუბაიში.
ახალციხის ციხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, საქართველოთი მოხიბლული ჟენია სტარკი ოჯახთან ერთად დაბა ბაკურიანში დასახლდა და როგორც თავად ამბობს სულ მცირე სამი წლის გატარებას სწორედ აქ აპირებს.
ჟენია და მისი მეუღლე სხვა საქმიანობასთნ ერთად ეკო-აქტივისტებიც არიან და ამ მიმართულებით ჩვენს რეგიონში სხვადასხვა პროექტის განხორციელებასაც გეგმავენ.
იხილეთ ფოტოები